რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
რუსთაველის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგების სამუშოების პარალალურად, მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ, საკრებულოს წევრ ამირან კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერეს. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუჩაზე გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მოძრაობა აღდგეს. ქუჩის სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის ქუჩის გზის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
