,,თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!"- გურამ მაჭარაშვილი
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:
„ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!” – წერს გურამ მაჭარაშვილი.
დეპუტატის სიტყვებით, ამ მძიმე წუთებში უნდა გავიხსენოთ ილია მეორის ქადაგებები და სწავლება.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა ახლოსაა სიცოცხლე და სიკვდილი”. ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!
მის ქადაგებებში ასევე ვისმენდით, რომ ჩვენ შეგვეძლო გარდაცვლილ ახლობლებთან გვესაუბრა ისე, როგორც ცოცხლებთან.
თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე ამ სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!” – წერს გურამ მაჭარაშვილი.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
