ამერიკელმა ექსპერტმა, ჰარვარდის პოლიციის უფროსმა მართლწესრიგის ოფიცრებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰარვარდის პოლიციის უფროსი - ედუარდ დენმარკი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტმა მართლწესრიგის ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჰარვარდის პოლიციის უფროსმა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელის მნიშვნელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში მართლწესრიგის ოფიცრების როლზე ისაუბრა. მან მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობა დადებითად შეაფასა. ედუარდ დენმარკის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს საზოგადოების უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დასასრულს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის გუნდური თამაშები გაიმართა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
