"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია
საქართველოში ლუდომანიით თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დაავადდა და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.
მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" წამოიწყო პროექტი "არ ითამაშო, იცხოვრე!", მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი შემზარავი ამბავი მოვისმინეთ ერთნაირი ფინალით - სუიციდით, თვითდაზიანებით, ქვეყნიდან გადახვეწით... ტრაგედიებს დასასრული არ უჩანს. ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, სადაც სამი მამაკაცი მოთამაშეა. ყველა მათგანმა არაერთხელ სცადა თავის მოკვლა. გადარჩნენ, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კი თამაში განაგრძეს.
- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, საკმაოდ კარგ პოზიციაზე, მაგრამ თამაშის გამო ჩამოაქვეითეს, ბოლოს გააგდეს. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თამაში არ შეუწყვეტია. ერთი სიტყვით, დედა მეზობელ ქალს შეუთანხმდა, ჩემებს კვირაში სამჯერ საჭმელი მოუმზადე და თვეში 100 ლარს გადმოგირიცხავო. ისიც დათანხმდა... დედა ისე გვენატრებოდა, მისი ყველა ნივთის დანახვაზე მე და ჩემს ძმას გული გვეკუმშებოდა. როდესაც მეზობლის ქალმა ჩვენს სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი, საშინელი აგრესია გაგვიჩნდა. მერე ჩვენი ოჯახები უნებურად დაახლოვდნენ - ხან ჩვენ ვსადილობდით მათთან, ხან მისი შვილიშვილები იყვნენ ჩვენთან. ერთ-ერთი ფეხბურთს თამაშობდა. ის ბიჭი მამაჩემს დაუმეგობრდა. მთელი ღამეები ისხდნენ და რაღაცას არჩევდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ ბიჭმაც თამაში დაიწყო. ფეხბურთს შეეშვა, გუნდიდან გააგდეს, მერე კი ნარკოტიკზე შეჯდა.
- ერთ დღეს მამა სახლში სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. ნასვამი იყო, ხარაჩოდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცოტა ხანს შინ მშვიდად იწვა, შემდეგ კი თამაშის "ლომკა" მოაწვა, ხან მე მთხოვდა ფულის ჩარიცხვას, ხან ჩემს ძმას.
- დედა გვიგზავნიდა... მაშინ გამიჩნდა ინტერესი, მეც მომესინჯა. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმაც მოწამლული იყო. მამა მალევე მიხვდა, რაც გვჭირდა და გადაირია, გინდათ ჩემსავით დაიღუპოთ, მოთამაშეს მომავალი არა აქვს, ყველაფერს კარგავს, მათ შორის კაცობასაცო. იტირა და ჩვენც გვატირა. გაჭაღარავებული, თვალებჩასისხლიანებული, ფრჩხილებდაკვნეტილი ქუჩის მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო. მის შემყურეს მიკვირდა, ასეთი მაგალითი თვალწინ მქონდა და თამაში როგორ დავიწყე-მეთქი. იმ ღამეს მამამ დედას დაურეკა, ჩამოდი, შვილები გვეღუპებაო... ჩამოვიდა დედა და რამდენიმე თვე დარჩა. ამასობაში სკოლა დავამთავრე და ჯარში წავედი. ორი წელი არ მითამაშია, მაგრამ მესიზმრებოდა, როგორ ვრიცხავდი თანხას ანგარიშზე, როგორ ველოდი გამარჯვებას, მოგებული ფულის სუნსაც კი ვგრძნობდი. ჯარის დასრულების შემდეგ საკონტრაქტო სამსახური გავაგრძელე. ფიზიკურად ძალიან დატვირთული ვიყავი და ეს დამეხმარა, ცოტა ხნით თამაშზე უარი მეთქვა.
მეც არაერთხელ ვცადე თვითმკვლელობა. ერთხელ დედამ მომისწრო და დამიჩოქა, სულ ნუ გამაუბედურებო. უმწეობის განცდა მახრჩობდა. ბანკები სესხს აღარ მაძლევდნენ, მე კი თამაში მინდოდა. ბიჭები გოგონებსა და გართობაზე ლაპარაკობდნენ, მე კი თამაშზე ვფიქრობდი. ამის დროს ყოველთვის ვპოულობდი - ტრანსპორტში, სახლსა თუ სამსახურში ონლაინკაზინოშIი ტელეფონით შევდიოდი და ბოლო თეთრამდე ვთამაშობდი. დასალომბარდებელი რომ არაფერი დამრჩა, ერთ-ერთ საკრედიტო კომპანიას სახელფასო ბარათი დავუტოვე. ჩვენი ბინა უკვე ჩემი ძმის გამო გვქონდა ბანკში ჩადებული. მამას ნერვიულობისგან შაქარმა აუწია და კომაში ჩავარდა. დღემდე გათიშულია. დედა თურქეთიდან დაბრუნდა და მეზობლის ქალს უვლის...
ეს არის კოშმარი, რომელიც არასდროს სრულდება. მივესალმები და მხარს დავუჭერ ამ ჯოჯოხეთის დახურვის ან შეზღუდვის ყველა პეტიციას, მოთხოვნას, აქციას. თუ ეს კატასტროფა არ შეაჩერეს, დავიღუპებით.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი