"რუსთაველის გამზირზე კარავს, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ისევ დავდგამ და ამაში თვით ივანიშვილიც კი ვერ შემიშლის ხელს"
აქციის მეათე დღეს დაგეგმილ “თავისუფლების მარშს” მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაესწრება.
როგორც მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებამ 20 ივნისის ღამეს ისროლა „ადამიანებზე აკრძალული ტყვია“, რის გამოც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმურია.
„ყველამ კარგად ვიცით, ეს სიტუაცია რამაც გამოიწვია. ესენი ჯალათები არიან გავრილოვი რომ ჩამოიყვანეს და რუსი გავრილოვიც ჯალათია. დღეს გავრილოვი ჩამოიყვანეს, ხვალ ივანოვს ჩამოიყვანენ და ზეგ თვითონ პუტინი ჩამოვა. ესენი ერთ ჯამში იხარშებიან. ამან გამოიწვია ეს პროტესტი, ახალგაზრდების აღელვება და შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად ვიცით - მიბჯენით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ეს იყო მართლაც ადამიანებზე აკრძალული ტყვია, რომელიც მე მომხვდა, რომლითაც ადამიანებს დაუთხარეს თვალები და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი.
საქართველოს დიდი ნაწილი ითხოვს, რომ გახარია უნდა გადადგეს იმიტომ, რომ მან დააშავა, სისხლი დაღვარა და ხალხი კი არ უნდა სთხოვდეს ამას, მათ თვითონ უნდა იცოდნენ თავიანთი შეცდომები, უნდა გაითვალისწინონ და უნდა გაეთრიოს ეს ხელისუფლება საქართველოდან," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილმა მისი კარვის დაშლის ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების გეგმებში აქციის დაშლასთან ერთად მისი კარვის აღებაც შედიოდა.
„ჩემი კარვები, რომლებიც იდგა აქ 10 თვის განმავლობაში, ამ ხელისუფლებას მართლა ყელში ჰქონდა გაჩხერილი. ხელისუფლებას ჩემი კარვების დაშლაც უნდოდა და სურდა, ერთი გასროლით მოეკლა ორი კურდღელი, მაგრამ რა გამოვიდა? - თავისივე კურდღელი გასრისეს. იმ კარვებს, როგორც კი მე ჩავთვლი საჭიროდ, ისევ დავდგამ, ის კარვები აქ იქნება, სანამ ჩემს ყველა შეკითხვას არ გაეცემა პასუხი. ამაში ვერავინ შემიშლის ხელს, თვით ივანიშვილიც კი. თუ შემიშლის და ვაჟკაცია - შემიშალოს, ვნახოთ რას მიიღებს!" - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"