„ღირსების მარში“ 8 ივლისს გაიმართება
8 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.
„22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში. ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ,,ღირსების მარშს" გავმართავთ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ,,ღირსების მარშის" თითოეული მონაწილის უსაფრთხოება“,- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"
- "ვაშინგტონმა ნარკოტიკებთან ომი აშშ-ში უნდა დაიწყოს და არა ვენესუელაში" - მარია ზახაროვა
- 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
