შსს გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინსტრო გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
