ცხელ ხაზზე დაკავშირება მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის უფასო გახდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე მაგთისა და ბილაინის ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, თვითონ კომპანიებმა მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება, კომპანიების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის სამუშაო საათებიდა 116 001-ზე დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00-სთ.-მდე
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ