რა ღონისძიებები ტარდება კომპანია ,,დიო’’-ში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის

ქვეყანაში განვითარებული რთული მოვლენების მიუხედავად, ,,დიო’’-ს ფილიალები და საწარმო საგანგებო რეჟიმში კვლავ განაგრძობს მუშაობას.

კომპანია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ვირუსის საქართველოში დაფიქსირების დღიდანვე მკაცრად ითვალისწინებს და  როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. 

 

ახალი ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მიზნით, ,,დიო’’-ს ფრონტზე მომუშავე თანამშრომლები: ექსპერტ-კონსულტანტები, ამზომველი სპეციალისტები და სამონტაჟო ჯგუფის წარმომადგენლები ობიექტების მიხედვით სპეციალური აღჭურვილობით მუშაობენ. ამასთანავე, თითოეულ მისამართზე შესვლისა და გამოსვლის დროს ხელებს ხსნარით იმუშავებენ, იცავენ რეკომენდირებულ დისტანციას და აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

 

,,ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ,,დიო’’-ში სათანადო ზომები მივიღეთ, დეზინფექცია რეგულარულად ტარდება, პრევენციის რეკომენდაციები სამუშაო სივრცეებში თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. რამდენიმეჯერ ხდება დღის განმავლობაში კარის სახელურებისა და  თანამშრომლების პირადი ნივთების გაწმენდა, ხელმისაწვდომია ანტისეპტიკური საშუალებები. თანამშრომლები, რომელებიც მიეკუთვნებიან პირველ რისკ ჯგუფს დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადავიდნენ, ამზომველი სპეციალისტები და სამონტაჟო ჯგუფის წარმომადგენლები მაქსიმალური ჰიგიენის დაცვითა და სპეციალური აღჭურვილობით ცხადდებიან ობიექტებზე, რესპირატორული ჰიგიენის ნორმები მკაცრად არის დაცული და პრევენციული ღონისძიებების პრინციპები ნათლად გვაქვს  განსაზღვრული! 

 

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ,,დიო’’-ს გუნდს, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩება.

 

გვჯერა, ამ ვირუსთან ბრძოლაში თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ვიაზრებთ ჩვენ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორც კოლეგების, ისე საზოგადოების წინაშე და ვცდილობთ, როგორც კომპანიის შიდა სივრცეში, ისე მის გარეთ ვირუსის გავრცელების რისკები მაქსიმალურად შევამციროთ,’’- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

 

,,დიო’’-ს  ექსპერტ კონსულტანტები შოუ რუმში მისულ დამკვეთს სპეციალური სახის დამცავი ფარით მასპინძლობენ და ყოველი ვიზიტის დასრულების შემდგომ სამუშაო სივრცესა და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ.

 

პრევენციის მიზნით, კომპანიის ოფისები, საწარმო, სასაწყობე სივრცე და სადისტრიბუციო ტრასპორტი სადეზინფექციო სამუშაოებით სისტემატიურად მუშავდება.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

 

 

წაკითხვა 452 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.