„ვფიქრობ, იტალიაში დროულად არ მიიღეს ზომები... ვერ გათვალეს ეს საშიშროება...“ - ქართველი ემიგრანტი იტალიიდან
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 10 000-ს გადააჭარბა.
ამ რიცხვის რაოდენობა თითქმის ყოველ წუთს იცვლება. დღეის მონაცემებით ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა იტალიაშია.
კორონავირუსი იტალიაში 22 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის სავარაუდო წყარო 38 წლის იტალიის მოქალაქე იყო. ვირუსის 14 შემთხვევა ლომბარიის რეგიონში გამოვლინდა, ხოლო ორი შემთხვევა - ვენეტოში. სამ დღეში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსს 627 ადამიანი ემსხვერპლა.
ეს არის ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც იტალიაში კორონავირუსი გავრცელდა.
FirstNews.ge იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა, რომელმაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ქეთევან აბუთიძე ქუთაისიდანაა, თუმცა ის ემიგრაციაშია და ქალაქ ბართან ახლოს მდებარე პროვინციაში, მოლაში, დაახლოებით 8 წელია მუშაობს.
“ქალაქ ბართან ახლოს მდებარე პროვინციაში, მოლაში ვმუშაობ, ბავშვებთან და რამდენიმე ოჯახში კი ასისტენტად.
მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა, დაიხურა ყველა დაწესებულება, გარდა პირველადი მოხმარებისა, სადაც, ასევე გარკვეული წესები და დისტანციებია დასაცავი.
საბედნიეროდ, ჩვენ არ ვიმყოფებით ეპიცენტრში, მაგრამ თავდაცვის მიზნით მაინც კარანტინია. რა თქმა უნდა, ვიცავთ წესებს. ახლობელი იტალიელები გვამხნევებენ, გვეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იმავე პირობებში არიან.
ჩემთვის ბუნდოვანი საკითხია მსოფლიოში ამ ვირუსის გავრცელება. რამდენიმე ვარიანტზე საუბრობენ, თუმცა ამ ყველაფერს დადებითი მხარეებიც აქვს. ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება მსოფლიოში. ვფიქრობ, იტალიაში დროულად არ მიიღეს ზომები და ამიტომაცაა ასეთი მდგომარეობა... ვერ გათვალეს ეს საშიშროება...
ჯერჯერობით ფინანსურად არ გვიჭირს, პროდუქტზეც მიგვიწვდება ხელი. გააჩნია რა პერიოდს მოიცავს, ასეთი მდგომარეობა. მე არ მინდა ჩემი ჩამოსვლით ჩემს ქვეყანასა და ოჯახს საფრთხე შევუქმნა, თორემ მონატრებულ სამშობლოსა და სახლზე უკეთესად ვერსად ვიგრძნობ თავს,” -აცხადებს ჩვენთან საუბარში ქეთევან აბუთიძე.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ბოლო მონაცემით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47 000 აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 5129, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 2655.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"