„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!

21 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად, ინფრასტრუქტურული და სამშენებლო მიმართულება არ ჩერდება - შესაბამისად კომპანია ,,დიო’’ აგრძელებს მუშაობას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომპანია „დიო“-ში აცხადებენ:

 

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისსა და რეგიონებში არსებული შოურუმების ფუნქციონირება გარკვეული დროით შეჩერებულია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოებს საქმიანობის გაგრძელება კვლავინდებურად შეუძლია, შესამაბისად მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს ონლაინ გამოძახებით, ცხელ ხაზზე - 2 36 11 12 დაგვიკავშირდეს ან მოგვწეროს სოციალურ ქსელებში და სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოს. კომპანია ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს, როგორც ამზომველ სპეციალისტებს, ისე სამონტაჟო ჯგუფს შესაბამისი ეკიპირებით. მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები, რაც კი შეიძლება რომ გაკეთდეს.


„დიო“-ს ვებ გვერდზე: http://dio.ge/georgian/order მომხმარებელს მარტივად აქვს საშუალება ინტერიერისა და ექსტერიერის 70-მდე დასახელების - მრავალფეროვანი პროდუქცია დაათვარიელოს, შეისწავლოს ვიზუალი სიღრმისეულად, ჩამოთვლილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები დეტალურად იხილოს და კომპლექსური შეკვეთისას ფასდაკლებითაც ისარგებლოს.


ჩვენი ძირითადადი ამოცანა ამ ეტაპზე არის ის, რომ გავუფრთხილდეთ როგორც მომხმარებლებს, ისე თანამშრომლებს, ამავდროულად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დამკვეთს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, მივცეთ მათ საშუალება მიიღონ ჩვენი მომსახურება უსაფრთხოდ და ყოველგვარი რეკომენდაციის გათვალისწინებით.


ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ ერთმანეთის გაფრთხილებითა და წესების დაცვით ამ გამოწვევასაც აუცილებლად დავძლევთ, მძიმე ვითარებას გადავლახავთ და წინ გადადგმული ნაბიჯებით კვლავ ვიამაყებთ!


გისურვეთ ჯანმრთელობას!“


შეგახსენებთ, „დიო“ მყარად ითვალისწინებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ვირუსის პრევენციის მიზნით კომპანიის აქტივობები სრულად შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკლებლივ ყველა რეკომენდაციას!

#დიო
#ერთადშევძლებთ
#გავუფრთხილდეთერთმანეთს

 

diowww1

წაკითხვა 387 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.