"ველოდებით, რას გადაწყვეტს ჩვენი უწმინდესი, მასზე ვართ დამოკიდებული"
დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას ჯერჯერობით წესი არ შეუცვლია.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
“10 დღეზე მეტი დარჩა აღდგომამდე, ამიტომ, ველოდებით, რას გადაწყვეტს სინოდი და ჩვენი უწმინდესი და მასზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი ეკლესიის კანონიდან გამომდინარე, სინოდალური დადგენილებით, პატრიარქის განცხადებით, ეკლესიას ამ დღესასწაულთან დაკავშირებით არაფერი შეუცვლია. რა როგორ იქნება, ამას ჩვენ ეპისკოპოსები გვეტყვიან და ჩვენ შევასრულებთ იმ ლოცვა-კურთხევას, რასაც ჩვენი ეპისკოპოსი გვაკურთხებს”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
რაც შეეხება ზიარების წესს, დეკანოზის განცხადებით, ზიარება არის “საკურნებლად სულისა და ხორცისა და ის არ შეიძლება დაავადების წყარო გახდეს”.
„ზიარებასთან დაკავშირებით მე ყველა ექიმს დიდ პატივს ვცემ, მათ გმირული თავდადება გამოიჩინეს, ადამიანების გადასარჩენად, მათ კომპეტენციაში ეჭვი არ შეგვაქვს მკურნალობის თვალსაზრისით, რომ პროფესიონალები არიან თავისი საქმისა. მაგრამ, რაც შეეხება ზიარებას, ღვთის საიდუმლოს, ამაში ვერ დავეთანხმები ვერც ერთ ექიმს, რომ ზიარებიდან შესაძლოა, ადამიანს რამე სენი გადაედოს. როდესაც ვაზიარებთ ადამიანს, ასეთი სიტყვებით მივმართავთ, რომ ეს არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. არ შეიძლება ის, რაც სულისა და ხორცის საკურნებელადაა, გახდეს დაავადების წყარო ან თავის თავში რამე დაავადებას ატარებდეს”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
