"ხუმრობენ, რომ ჭაჭა გვიცავს, მაგრამ ეს ყველას შრომის შედეგია" - როგორ ახერხებს კახეთი მწვანე ზონად დარჩენას

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნავ­რუ­სის 306 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, აქე­დან 71 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, ხოლო 3 გარ­დაც­ვლი­ლი.

შექ­მნი­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე დღე­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში 10 დღით შეს­ვლა და გა­მოს­ვლა აიკ­რძა­ლა. მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე ზო­მე­ბი მოქ­მე­დებს ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში.

 

თუმ­ცა ამ დრომ­დე მწვა­ნე ზო­ნად რჩე­ბა კა­ხე­თი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას იმე­დი აქვს,რომ ეპიდსტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და ყვე­ლა უწყე­ბა, რო­გორც აქამ­დე პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

 

"კა­ხე­ლებ­მა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­აფრ­თხე. ვცდი­ლობთ, და­ვიც­ვათ წე­სე­ბი. ახლა ჩვენ­თან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და წე­სებს იქაც კი ვით­ვა­ლის­წი­ნებთ - ვი­ცავთ დის­ტან­ცი­ას. ჯა­რი­მის ში­შიც გვაქვს, ვე­ნახ­შიც გვა­კი­თხავს პო­ლი­ცია, მაგ­რამ ყვე­ლას შრო­მას პა­ტივს ვცე­ემთ. რიგი და­ი­ცა­ვიო, ერთხელ რომ გე­ტყვი­ან, გა­სა­გე­ბი უნდა იყო!" - ამ­ბო­ბენ კა­ა­ხე­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

 

 

რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა რე­გი­ონ­ში და რო­გორ იცავს თავს კა­ხე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან, ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ლა­გო­დე­ხი­სა და სიღ­ნა­ღის მე­რებს მი­მარ­თა:

 

ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლი, ლა­გო­დე­ხის მერი:

"იცით, რომ უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ სწო­რი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ეფექ­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. დრო­უ­ლი პრე­ვენ­ცია გა­ა­ტა­რა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ი­ნა­აღ­მდეგ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ, კა­ხეთ­ში სტაბ­ლუ­რო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ეს თი­თო­ე­ლი უწყე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა - ჯან­დაც­ვის, პო­ლი­ცი­ის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის. მათი, ვინც ჯაჭ­ვუ­რად და ერ­თი­ა­ნად მოქ­მე­დებს ამ უხი­ლა­ვი მტრის წი­ი­ი­ნა­აღ­მდეგ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მუ­შა­ობს თავ­და­უ­ზო­გა­ვად. თუნ­დაც რი­გე­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გის და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის კუ­თხით".

 

 

გოგი გო­გი­ლაშ­ვი­ლი, სიღ­ნა­ღის მერი:

"ტყუ­ი­ლად კი არ ვთქვით, კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბა სიღ­ნა­ღი­დან იწყე­ბა და ასეც არის. რო­გოც ცენ­ტრა­ლუ­რი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბი­თა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით კა­ხე­თი მწვა­ნე ზო­ნად ტჩე­ბა. იმე­დია ასეც გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ენ მო­დუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებთ - პო­ლი­ცია, ჯან­დაც­ვა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს.

 

სიღ­ნაღ­ში რომ გა­ი­ა­როთ თქვენ­ვე დარ­წმუნ­დე­ბით, ასე­ვე წნორ­ში, სა­დაც პირ­ველ დღე­ე­ში პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად რი­გე­ბის რე­გუ­ლუ­რე­ბა გვი­წევ­და. ახლა თით­ქოს ხალ­ხმაც გა­ა­ი­თა­ვი­სა და თვი­თონ­ვე იცა­ვენ წე­სებს. კი ხუმ­რო­ბენ კა­ხე­ლებს ჭაჭა და საჭ­მე­ლი იცავ­სო, მაგ­რამ ეს ყვა­ლა­ას შრო­მის შე­დე­გია".

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 551 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.