იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია მომლოცველების გარეშე ჩატარდება, ტაძარში კი მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი იქნება
დღეს, იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიბელური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება.
რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ.
წმინდა ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პანდემიისგან გამოწვეული რისკების გამო, ცეცხლი საბერძნეთის ტაძრებში აღდგომის ღამით არ გადანაწილდება და ის ათენში დარჩება.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
