როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოში 10 მაისამდე არამდრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა. სინოპტიკოსის განმარტებით, 11 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
„საქართველოში, 10 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი იქნება. უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. დაბლობ რაიონებში, 10 მაისის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +16+17 გრადუსის ფარგლებში იყოს. მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +10 +15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით + 5 +10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი ტემპერატურა შიდა ქართლშია მოსალოდნელი, სავარაუდოდ +14 +16 გრადუსი. კახეთში +22 +24 გრადუსი იქნება. თბილისში, 11 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა.
11 მაისის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლებელია, 12 და 13 მაისს + 24 +26 გრადუსი დაფიქსირდეს“,-აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი.
სიახლეები
- „აფხაზეთმა დაკარგა საქართველო“ - რა გამოსავალი არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
