კარანტინი - შრომის ნაყოფიერების საუკეთესო ტრენინგი
ადრე რასაც ვაკეთებდით სამსახურში 10-დან 18 საათამდე, ახლა გადმოსულია სახლში.
ახლა თავად გვიხდება განრიგის შედგენა, პრიორიტეტების განსაზღვრა და პროკრასტინაციის გადალახვა. ამიტომ აუცილებელია გარკვეული მიდგომა სახლში სამუშაოს ორგანიზებისთვის:
1. უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ადგილი, სადაც დაკავებული იქნებით მხოლოდ სამსახურის საქმეებით და სხვა არაფრით. ამგვარი მიდგომით მოახდენთ ტვინის დისციპლინირებას და ჩვევის გამომუშავებას.
2. პროდუქტიულობის მთავრი მტერი ტელეფონია, რომელიც მუდამ გვერდით გვიდევს. შეიძლება გამოვრთოთ შეტყობინებები, მაგრამ ეს ნაკლებად შველის. ხელი მაინც ცდუნებისკენ გაგვირბის.
3. სასურველია გამოვრთოთ შეტყობინების ხმა.
4. შეადგინეთ ზუსტი გრაფიკი ან გეგმა მაინც იმისა, თუ რა, როდის და როგორ უნდა გააკეთოთ. სხვანაირად როგორც მინიმუმ დროის 10% მიდის იმის გარკვევაზე რა უნდა გაკეთდეს შემდეგში. განრიგი ამ პრობლემას მოაგვარებს.
კარანტინში პროდუქტიულობის შენარჩუნებაზე ბევრი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ეს ოთხი მარტივი პრინციპი რეალურად მუშაობს და გვეხმარება მოკლე დროში მეტი საქმის კეთებაში.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
