ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ
ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ.
სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ 0.25 ჰა-დან - 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ.
„დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები. ანუ კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ მაღაზიებში ექნებათ შესაძლებლობა , რომ ეს ბარათები გამოიყენონ და გაანაღდონ ის ქულები, რომლებიც ბარათზე დაერიცხებათ. ამავდროულად, 1 ჰექტარზე მეტი მიწის მეპატრონეებს, რომელთაც რეგისტრირებულ აქვთ მიწა შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მექანიზაციის სერვისით, სადაც ანალოგიური პრინციპით გაანაღდებენ ბარათზე დარიცხულ ქულებს და მექანიზაციის სერვისს მიიღებენ“,-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ სტუმრობისას.
ცნობისთვის, მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაა. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს 0.25 ჰა-დან - 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეების სტიმულირებას სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირების გზით. გლეხებს აგრო ბარათზე ყოველ 1 ჰა-ზე 200 ლარის ექვივალენტი 200 ქულა დაერიცხებათ. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.
სიახლეები
- "ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება" - ელეონორა არჩაია
- "ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და კიდევ მოვუწოდებ"
- "დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის" - ელენე ხოშტარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრისთვის
- "შერიგება იწყება პატარა ნაბიჯებით -ადამიანიდან ადამიანამდე" - რა გამოსავალი არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად
