როგორ დავრეგისტრირდეთ დახმარების მისაღებად
პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ პირთა რეგისტრაცია დაიყო, რომლებიც მთავრობისგან კომპენსაციებს მიიღებენ.
თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან პირველ ივლისამდე განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge. აღნიშნულ ჯგუფში შედიან:
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები,
- მეწარმე ფიზიკურ პირები,
- პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები,
- ინდივიდუალური მეწარმეები.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.
კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე – eservices.rs.ge.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაზარალებულებს კომპენსაცია 10 სამუშაო დღეში დაერიცხებათ.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
