29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
“ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ამიტომ დღის წესრიგში დგას შემდგომი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ. დღეს ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდა კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები არის შემცირებული.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდგომი შემსუბუქების დაწესების თაობაზე: 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები”, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
