ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი საქველომქმედო აქცია ქუთაისში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტმა უკვე თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისში გვირილობის ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიების აღნიშვნაში.
უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით, უნივერსიტეტმა, ქუთაისში მცხოვრებ 100-ზე მეტ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ეს KIU-ს პირველი თანამშრომლობაა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის მიერ ქუთაისში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და საქველმოქმედო აქციაში.
„გვიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით ერთგული პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც ეხმარება სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ მოქალაქეებს. დღეს, პანდემიის პირობებში, მსგავსი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, კიდევ არაერთ ერთობლივ ღონისძიებებს დავგეგმავთ“ ,- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა,- ნინო ოსეფაშვილმა.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ქველმოქმედება და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია. გადავწყვიტეთ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად დავხმარებოდით ხანდაზმულ ადამიანებს, მათ ვისაც ასე სჭირდება გვერდში დგომა. სურვილი გვაქვს, განვაგრძოთ ქველმოქმედება და ჩვენი მცირედი წვლილით საზოგადოებას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა,- ალექსანდრე თევზაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება. KIU მზადაა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს და სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივასაც ჩაუდგეს სათავეში. უნივერსიტეტში უკვე შეიქმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე და საგრანტო თემაზე იმუშავებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება წარმოადგენს. KIU-ს მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტური ფონდის მეშვეობით დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა ღირსეული განათლება მიიღონ რეგიონის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ჰაბში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო