პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს იქნება ფიქსირებული თანხა 20, 25 ან 30 ლარის ოდენობით. მისი თქმით, საჭიროა დეტალური, რაციონალური სანქციების შემოღება, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.
"ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი თანხის დაკისრება, ჩვენი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ვალდებულება დახურულ საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე. ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება არ არსებობს, პასუხიგებლობაც არ არის გათვალისწინებული. ასევე, კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით 50-ლარიანი ჯარიმის შემცირებას გუნდი ეთანხმება.
"ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხაზგასმით მინდა გითხრათ, ჩვენ პირველადი სახით წარმოვადგინეთ 50 ლარის ოდენობით ფულადი სანქციები, თუმცა, მე წარვადგინე გუნდში ეს პროექტი, ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩვენი გუნდის უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს 50 ლარი არ უნდა იყოს მყარად ფიქსირებული, შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე უკვე დავსვამთ საკითხს, რომ პირბადის არტარებისთვის თანხა იყოს არა 50 ლარი, არამედ შევამციროთ ეს, სავარაუდოდ, 20- დან 30 ლარამდე იქნება ეს თანხა დაკორექტირებული. ამის მოტოვაცია გახლავთ ის, რომ არ გვსურს მძიმე ტვირთად დააწვეს ეს საზოგადოებას. ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ განხილვას, შესაბამისად, შეგვიძლია სამივე მოსმენით მივიღოთ და ამ კვირაშივე ამოქმედდება,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო