თბილისის მეტრო კვლავ შეცვლილი დროით იმუშავებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, სამუშაოების განმახორცილებელი კომპანიის თხოვნით, მეტრო მუშაობას 23:00 საათზე ასრულებდა.
კალაძის თქმით, კომპანიამ კვლავ მიმართა თხოვნით დედაქალაქის მერიას, რომ მეტროს მუშაობის აღნიშნული საათები ძალაში დარჩეს. შესაბამისად, თბილისის მეტროპოლიტენი 1 ოქტომბრამდე კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.
"პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პროექტის განხორციელება შეაფერხა, რადგანაც ქვეყანაში უცხოელი ექსპერტები დროულად ვერ ჩამოვიდნენ და სამუშაოების წარმოებაც შეფერხდა. სამუშაოს მწარმოებელი და ზედამხედველი კომპანიების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულის გამო, სამუშაოების დასრულების გახანგრძლივდება და შესაბამისად, პროექტი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
აღნიშნული სამუშაოების დასაჩქარებლად და თურქული კომპანიის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე, მეტროს მუშაობის დრო შემცირებული იყო და ნაცვლად 00:00 საათისა, მოძრაობა 23:00 საათზე სრულდებოდა. სამუშაოების გახანგრძლივების გამო, კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და მეტროს მუშაობის დროდ პირველ ოქტომბრამდე კვლავ 06:00-დან 23:00 საათი განისაზღვროს“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- “ევრონესტის პლატფორმა ევროპარლამენტმა გადააქცია შანტაჟის იარაღად - ამ ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში” - შალვა პაპუაშვილი
- “კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი” - გია ვოლსკი
