ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალს ესტუმრა
დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევამ მოინახულეს გორის წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალი, შეხვდნენ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს და განიხილეს გორის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს COVID-19-ის პანდემიის პირობებში. საქართველოს წითელი ჯვრის პრეზდენტმა ნათია ლოლაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან და სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელ ოლგა ჯუმაევასთან ერთად გორში მცხოვრებ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა.
„დღეს სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალში, სადაც გავეცანით ფილიალის საქმიანობებს და აქტივობებს. მინდა აღვნიშნო, რომ წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 70 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა საქართველოს მასშტაბით. COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება.” - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდეტნმა ნათია ლოლაძემ.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
