მგზავრებს აეროპორტებში გამოცხადება სამი საათით ადრე მოუწევთ
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის განმარტებით, აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვასა და მგზავრების თერმოსკრინინგს.
მისივე განცხადებით, მგზავრებს აეროპორტებში სამი საათით ადრე მოუწევთ მისვლა, მიზეზი ის პროცედურებია, რომელთა დანერგვაც COVID-19-ის პანდემიის გამო, ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს მოუწიათ.
არჩუაძის განმარტებით, საქართველოს ყველა აეროპორტში არის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს, ასევე კონდიცირება.
„გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე. არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას, თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში სამი საათით ადრე გამოვცხადდებით“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
