ზნაურის რაიონში 15 წლის მოზარდი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ზნაურის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა.
15 წლის მოზარდი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება. მოზარდი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასიცოცხლო ნიშნები არ ეტყობოდა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი სოფელ მუგუთიდან არის, რომელიც მდინარეზე იმყოფებოდა და ხელში მობილური ტელეფონი ეკავა.
ტრაგედიის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
