როდიდან იქნება დაშვებული საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, ორშაბათიდან, 6 ივლისიდან დაშვებული იქნება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობების განახლება შესაბამისი წესების დაცვით მოხდება.

 

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქმიანობის თვალსაზრისით შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს არ ეხება.

 

„მინდა ვთქვა, რომ დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერაად, კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომელზეც შეზღუდვები ვრცელდება და სხვადასხვა ბინზეს საქმიანობის გარკვეული რაოდენობა დიდი ალბათობით, უკვე ორშაბათიდან უკვე დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში. იცით, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების, ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს წესებიც დაცვით მოხდება. პრაქტიკულად, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ამ უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება ერთის მხრივ, რომ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამა და მეორეს მხრივ, დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. ასევე საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, წესების დაცვით მოხდება. გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ, საუბარია ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“,-განაცხადა თურნავამ.

წაკითხვა 362 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.