"ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ"
„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.
ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ" - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება" შეძლებს ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩააბარებს ქართულ ოცნებას.
„პარტია "ქართული ოცნება" თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალური კადრებით შეძლებს არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხიმგებლობასაც მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს ქართულ ოცნებას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო