მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაკეტილა, თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი და ბაზრებში კონტროლი გამკაცრდება.
„როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ მთელი იგი გადაწყვეტილებები. კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, რომ რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მისი თქმით, რა სახის შემოწმება ჩაუტარდებათ ადგილობრივებს, ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური ადგილზე გადაწყვეტს.
„ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. როგორც კი ამის საჭიროება გამოჩნდება, აუცილებლად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება, გამოკვლევა და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
