ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ლილოს ბაზრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მათივე განცხადებით, მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მისვლა და ვაჭრობა უსაფრთხოა.
“კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მკაცრი კონტროლი მიდის. შესაბამისად, უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მოსვლა და ვაჭრობა. ლილოს ბაზრობის დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ,“- განაცხადეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიან სკრინინგზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
