"შესაძლოა ისევ ჩაკეტვის და შეზღუდვების წინაშე დავდგეთ" - ბექა ფერაძე
თუ მოქალაქეები და ბიზნესი არ დაიცავს რეგულაციებს, ჩაკეტვის და შეზღუდვების წინაშე კვლავ შეიძლება აღმოვჩნდეთ, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხარვეზების აღმოჩენისას, სანქციები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება გამოყენებული.
„ჩვენ დადასტურებულად გვქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ. იმ შემთხვევაში თუ თითოეული ბიზნეს სუბიექტი და მოქალაქე არ დაიცავს რეგულაციას, ეპიდსიტუაცია გართულდება და ჩვენ, შესაძლოა, ჩაკეტვების და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ," - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
