November 16, 2024

საშიშია თუ არა ზღვაში წყალმცენარეების მოჭარბება

მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, აიღეს სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

 

დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული წყალმცენარეების ეს სახეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

 

20-21 ივლისს, განმეორებით შეფასდა ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის სანაპირო ზოლი. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნულ აკვატორიაში, წყლის ზედაპირსა და სანაპირო ზოლზე მწვანე წყალმცენარეები აღარ ფიქსირდება.

 

24 ივლისს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ განხორციელდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე (ფოთი-გრიგოლეთი-ყვავილნარი-ურეკი), მდ. კაპარჭინასა და მდ. სუფსაზე წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. შედეგების მიხედვით,ზღვის წყლის სინჯებში მიკრობიოლოგიური კომპონენტების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

 

სავარაუდოა, რომ ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვია კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების თანხვედრამ, რასაც დაემატა მდ.კაპარჭინას დაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოთავისუფლდა ბიოგენური ელემენტების დიდი რაოდენობა და ჩამოიტანა ზღვაში.

 

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის ხარისხისა და სანაპირო ზოლის რეგულარულ მონიტორინგს.

წაკითხვა 388 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.