პროექტის - „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჟურნალისტებისათვის ტრენინგი და ეკოტური გაიმართა
15-16 აგვისტოს, პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჟურნალისტებისათვის ტრენინგი და ეკოტური გაიმართა თემაზე: მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემები.
15 აგვისტოს ტრენინგი ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, ხოლო 16 აგვისტოს ეკოტური ქალაქ ფოთში მოეწყო. ეკოტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს კოლხეთის ეროვნული პარკი და ადგილი, სადაც მდინარე რიონი შავ ზღვას უერთდება. მიიღეს დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესახებ.
ჟურნალისტებმა პროექტისა და ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაში.
მედია ტურში საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-ს დამფუძნებელი ივლიტა გოგუა მონაწილეობდა.
"დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ. ჩვენი პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ - ვეწვიეთ ფოთს, ჩამოვიდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ის ადამიანები, ვინც დაინტერესებულია გარემოს მდგომარეობით, იმით თუ რა და როგორ ხდება. შავი ზღვა მდინარეების საშუალებით ბინძურდება და დღეს, ჩვენი მიზანია, ჟურნალისტებს დავანახოთ, თუ რამდენად აქტუალურია და რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა, თუ რა დამაბინძურებელი ნივთიერებები შემოაქვს მდინარეებს შავ ზღვაში. დასუფთავების აქცია ჩავატარეთ, იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმიანობაში, რომელსაც ჰქვია მდინარეებისა და კერძოდ შავი ზღვის სისუფთავე, მისი დაცვა და ზრუნვა,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში პროექტის კოორდინატრომა, - ქეთევან ცხაკაიამ.

სიახლეები
- "ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება" - ელეონორა არჩაია
- "ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და კიდევ მოვუწოდებ"
- "დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის" - ელენე ხოშტარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრისთვის
- "შერიგება იწყება პატარა ნაბიჯებით -ადამიანიდან ადამიანამდე" - რა გამოსავალი არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად
