ბათუმის საკონდიტრო "დონა" განცხადებას ავრცელებს
ბათუმში საკონდიტრო მაღაზია „დონა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, კორონავირუსი საკონდიტროს ორივე ფილიალში დადასტურდა. ყველა ინფიცირებულთან მყოფი პირი კარანტინშია გადაყვანილი.
„ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- წერს საკონდიტრო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 23 სწორედ საკონდიტროს ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
