"ბაღებში სერიოზული პრობლემებია" - ომბუდსმენი
სახალხო დამცველი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აქვთ.
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში სულ 143 ბაგა-ბაღი შეისწავლეს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და გაარკვიეს, რა პრობლემებია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი ასახულია ერთ კვლევაში, რომლის რომლის პრეზენტაციაც ომბუდმსმენმა დღეს გამართა. კვლევის თანახმად, ბაღებში პრობლემებია, როგორც ჰიგიენის, ისე სათამაშოებზე ხელმისავდომობისა და ძალადობის პრევენეციის კუთხით.
"სერიოზული პრობლემები რჩება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჰიგიენის თვალსაზრისითაც არის პრობლემები, სუფთა და თბილი წყლის ხელმისაწვდომობის, სათამაშოების ნაკლებობის მიმართულებით. ასევე, ეზოების მოწყობის, ადამიანური რესურსის ნაკლებობის და შშმ ბავშვთათვის პირობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. 70%-ზე მეტ შემთხვევაში ბაღები განიცდიან სათამაშოების მწვავე ნაკლებობას.
ასევე პრობლემატურია ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით კადრების გადამზადება და მომზადება, ვგულისხმობ, ძალადობის ფაქტების გამოვლენის მიმართულებით. იქ დასაქმებულ პირებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და მომზადება. ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ რამდენადაა პერსონალი მომზადებული და ინფორმირებული, თუ როგორ მოახდინოს ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება. სამწუხაროდ, დავაფიქსირეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, არც უკვე გადამზადებული დასაქმებული პერსონალი და არც დირექტორები არ არიან ინფორმირებულებები ძალადობის შემთხვევისას საჭირო პროცედურებზე", - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ბაღებში პრობლემაა ფართების სიმცირე და ჯგუფების გადატვირთულობა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
