"ჩემი სახლი პანსიონატია“- ადგილი, სადაც თქვენი მოხუცები თავს სახლში იგრძნობენ
ჭაღარა, სახეზე წლების მიერ დატოვებული დარდი- ნაოჭების სახით, სევდიანი ღიმილი, სითბო, კეთილი თვალები - ეს ადამიანის ისტორიის ბოლო ფაზაა, ბოლო გვერდი, სამწუხაროდ.
მაინც რა არის ადამიანი??
დაბადება, ბავშვობა, სიჭაბუკე, სიმწიფე, სიბერე -ეს ადამიანის გასავლელი გზაა. მოხუცებულობა კი კანონზომიერი პროცესია. რა თქმა უნდა, ის სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია. დრო, როდესაც ადამიანს უფრო მეტი ყურადღება და სიყვარული სჭირდება.
მოხუცი ის ადამიანია, რომელიც გულით არასდროს ბერდება, თმაში ჭაღარა ერევა, მაგრამ ცხოვრებით ტკბობას ვერ ელევა. სულ სითბო, ბედნიერი და სიყვარულით სავსე დღეები სჭირდება.
გვსურს გაგაცნოთ ადგილი, სადაც გთავაზობთ კომფორტულ გარემოს თქვენი ხანდაზმულებისთვის, აქ ყველა პირობაა შექმნილი მათი უზრუნველი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.
„ჩემი სახლი პანსიონატია“- ეს არის ადგილი, სადაც სიმყუდროვე, სითბო და სიყვარულია, სადაც თქვენი მოხუცები თავს სახლში იგრძნობენ.
როგორ გაჩნდა პანსიონატის შექმნის იდეა, - ამ საკითხზე FirstNews.ge -ს მისი დამფუძნებელი ინგა ბუღაძე ესაუბრა:
- მეოთხე წელია 205-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ვმუშაობ დირექტორის მოადგილედ. ერთხელ მივხვდი, რომ განსაკუთრებით ემზადებოდა ბაღი დედის დღისთვის (3 მარტისთვის) ქალბატონ ია პატეიშვილის ხელმძღვანელობით, რათა მიელოცა ეს მშვენიერი დღე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებულებისთვის. სწორედ მაშინ გავიცანი პანსიონატის დირექტორი დარეჯან თომაძე.
„ჩვენი პატარა ხელებით მოვალთ და მოგეფერებით“ - ამ დევიზით ვესტუმრეთ მათ. ბაბუებისა და ბებოების გასახალისებლად ჩვენმა პატარებმა ზეიმი გამართეს, თუმცა ამასთან ერთად არსებობდა მეორე მხარეც.
აღმოჩნდა, რომ დაწესებულება ვეღარ ღებულობდა ახალ ბენეფიციარებს. მე და ჩემმა შვილებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა მსგავსი დაწესებულება.
- როგორი გარემოა თქვენს პანსიონატში?
- ჩვენს პანსიონატში „ჩემი სახლი“, რომელიც თბილისში ქსნის ქუჩაზე მდებარეობს ყველა პირობაა შექმნილი ჩვენი ხანდაზმულების უზრუნველი ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, აქაც ჟრიამულით მოდიან ჩვენი ბაღის აღსაზრდელები და მართავენ ზეიმებს, ცეკვავენ და მღერიან.
ამჟამად 7 ბენეფიციარი გვყავს, პანსიონატი კი გათვლილია 15 ბენეფიციარზე. დღე იწყება მშვიდად, ერთმანეთზე ზრუნვით, სადილით, ხილით, ნარდის თამაშით ან ფილმების განხილვით. ისინი მეგობრობენ, თავიანთ დამოკიდებულებასა და აზრს უზიარებენ ერთმანეთს. საღამოს, როცა მანქანების მოძრაობა წყდება ვსეირნობთ ღამის თბილისში. დიდი იმედი გვაქვს მალე გაიხსნება კინოთეატრები, რადგან ჩვენი სამომავლო გეგმა სწორედ მათთან ასოცირდება. გვქონდა ბუნებაში გასვლის დღეები, როცა ვერთობოდით და პიკნიკს ვაწყობდით.
გვერდით შვილები მიდგანან, რომლებიც მათი დიალოგის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ძველი და ახალი თაობა ადრინდელ და ახლანდელ თავგადასავლებზე საუბრობს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
- რას სთავაზობთ მოხუცებს?
- მოხუცთა პანსიონატი "ჩემი სახლი". გთავაზობთ კომფორტულ გარემოს თქვენი ხანდაზმულებისთვის, აქ ყველა პირობაა შექმნილი მათი უზრუნველი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. მათ ემსახურებათ კვალიფიციური კადრები.
ბენეფიციარები სარგებლობენ სამსართულიანი სახლის პირველი სართულით, სადაც ხუთი საძინებელია განთავსებული. საძინებლები აღჭურვილია კომფორტული ავეჯითა და ტელევიზორებით. გვაქვს საერთო ოთახი ბუხრით, ასევე სამი სველი წერტილი.
გვაქვს კომფორტული და ლამაზი ეზო, სადაც მოხუცები ისვენებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე - ჩემი სახლი პანსიონატია ან დარეკეთ აღნიშნულ ნომერზე - 551 12 22 28
მისამართი: თბილისი, ქსნის ქ. 6, ღრმაღელის მეტროსთან.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო