გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - გადაწყვეტილება ცნობილია
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს ბათუმში.
„ზოგადად, აღსრულების კუთხით, ღონისძიებების და არსებული შეზღუდვების, რომელიც დღეს მოქმედებს, კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. მათ შორის, ეს კონტროლი გამკაცრებულია ბათუმში, უფრო მეტად კონცენტრირებულად. გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის, სრული კარანტინი არ იგეგმება, ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად, იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს, მაგალითად ბათუმში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სასწავლო პროცესთან მიმართებით“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
