ქართველი სტუდენტებისთვის სუბსიდირებული რეისი შესრულდება
"ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.
„ჩვენ უკვე 3 ასეთი სუბსიდირებული რეისი განვახორციელეთ და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე
- კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს