"გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ" - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო მორიგი სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, პირი, რომელიც თავს მღვდელ-მონაზონაზვნად ასაღებს, ზაქარია ცხვედაძეა.
"ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ - .ე.წ. მღვდელ-მონაზონი ზაქარია ცხვედაძე.
სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი. ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ-მონაზონ ზაქარია ცხვედაძის სახელით ეცნობა.
ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღკვეცილი და ხელდასხმული.
ამიტომ გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია" - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი