კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 19 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 17 მართვით სუნთქვაზეა.
როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია მოთავსებული.
„გამოჯანმრთელებული გვყავს 60 პაციენტი და 1819 გახდა. პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაში თვითიზოლაციაში, რომლებიც იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტიდან, 17 არის მართვით სუნთქვაზე“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაის თქმით, საავადმყოფოში 31 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე პაციენტია.
მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია.
„რამდენადაც იმატებს დადასტურებული შემთხვევები, მეტია დადასტურებული კონტაქტებიც. ამიტომ გაორმაგებული, შეიძლება წინაპერიოდთან შედარებით ტესტირება გასამმაგებულიც არის. ძალიან დიდი რაოდენობით ტესტირება მიმდინარეობს“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
