"ცრუ საქმიანობით ვიყავი დაკავებული, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო" - გრიგოლია
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია.
როგორც მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა, ის თავის თავს პოლიტიკაში ვერ იტანდა, რის ნიადაგზეც დეპრესია დაემართა.
"დღემდე ვთვლი, რომ პოლიტიკაში ჩემი წასვლა იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა, არა იმ პარტიის გამო, რომლის წევრიც ვიყავი. არა! ახლაც ვიტყვი, რომ იმ პარტიის ლიდერი, გიორგი თარგამაძე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია და მას ძალიან ვაფასებ. საქმე იმაშია, რომ მე პოლიტიკაში საკუთარი თავი დავკარგე. სულ მქონდა განცდა, რომ ცრუ საქმიანობით ვიყავი დაკავებული და სრული დეპრესია დამემართა ამ განხიბვლის გამო, რის შემდეგაც საერთოდ წამოვედი საკრებულოდან, პარტიიდან, პოლიტიკიდან და ზუსტად ვიცი, რომ აღარასოდეს მივიღებ მსგავს გადაწყვეტილებას. გემახსოვრებათ, რომ იყო დიდი მითქმა-მოთქმა - იმიტომ წავიდა, ამიტომ მოხსნა კანდიდატურა, "ოცნებას" გაურიგდა, ბიძინას გაურიგდა... ეს ყველაფერი იყო ბოდვა. არავის გავრიგებივარ. უბრალოდ, ვერ ვიტანდი ჩემს თავს პოლიტიკაში, ცრუ საქმიანობით დაკავებულს. შეცდომებს ყველა უშვებს და მეც, პოლიტიკაში წასვლა შეცდომად მიმაჩნია" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი