"დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს მის საფლავზე დავაკლავდი"
დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი და ეს შს მინისტრმა კარგად უნდა გაითვალისწინოს, - ასე უპასუხა შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობა ხელისუფლებას თავად სურს.
„ფართო პოლიტიკური ინტერესების ხომ აქვთ თვითონ?! რატომ არ არიან დასჯილები ჩემი შვილის მკვლელები, როდესაც გახარიას უწყებას მზად აქვს ყველანაირი საბუთი და ყველა დოკუმენტი მის დასაკავებლად?! რატომ იცავს „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ივანიშვილი ჩემი შვილის მკვლელებს და რატომ ისვრიან ტალახს ჩემსკენ?! ე.ი. დესტაბილიზაციის მოწყობა თავად სურს ხელისუფლებას. დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვინდოდეს, აქ კი არ ვიდგებით, ამ ყინვაში, ვიცი სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიმოქმედო და აზრზე მოვიდნენ ჯობია!“, - განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ! სანამ სამართლი არ აღდგება, აქ ვიქნები. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონოდ ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე. რაც საქართველოს კონსტიტუციამ მოგვანიჭა უფლება, ამ უფლებას არღვევს პოლიცია“, - აღნიშნა სარალიძემ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი