რა წერია წერილში, რომელიც შაქარაშვილის დედამ მოსამართლეს გაუგზავნა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის დედამ სასამართლოს გაუგზავნა.
პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი, საკმაოდ ემოციურია.
მისი ინფორმაციით, შალვაშვილმა წერილში ბრალდებულებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.
„დღევანდელ სასამართლო პროცეზე სასამართლომ გააჟღერა, რომ მიღებული იყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოხატავდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სცოდნოდა პოზიცია და ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე - 6 არასრულწლოვნის მიმართ მათთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ასეთ მოცემულობაში ჩვენების მიცემა" - განაცხადა პროკურორმა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
