"ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ ადამიანისთვის რაღაც გააკეთე, დაეხმარე, გადაარჩინე“ – რომან ალთუნაშვილი
„იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, აუცილებელია, ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთის უანგაროდ დახმარება და ერთი მიზნისთვის ბრძოლა ვისწავლოთ“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან ალთუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადამიანს დახმარება სჭირდება, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დრო აუცილებლად უნდა გამოინახოს.
„ქვეყანა ძლიერი მაშინაა, როცა საზოგადოება ერთიანია. ჩვენ, ქართველებს, პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრების სხვადასხვაობა ცალკეულ დაჯგუფებად, გუნდებად, გაერთიანებებად გვყოფს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს აუცილებელია, მაგრამ გარკვეულ საკითხებში საზოგადოების ხედვა ერთიანი უნდა იყოს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თუ საქმე პოლიტიკას არ ეხება, საზოგადოება მართლა ერთიანდება. მაგალითად, თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ფინანსური დახმარება სჭირდება, მოსახლეობა მაქსიმალურად გვერდით უდგება, ხარჯებს არ ერიდება და ა.შ. ვისაც ფინანსური რესურსი არ აქვს, ის ქველმოქმედების სხვა მეთოდს მიმართავს, მაგალითად, პროდუქტებით, ტანსაცმლით და სხვა ნივთებით ეხმარება და ა.შ. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებაც მაქსიმალურად არის ჩაბმული საქველმოქმედო პროცესში. განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები. თუმცა მათ არც ჩვენ ჩამოვრჩებით. ყველა ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დღეს, მაგალითად, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი თანამშრომლის ძმა, მოზარდი ბიჭი, ცუდად იყო და სასწრაფოდ პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი სჭირდებოდა, რომელიც სისხლის ბანკში არ ჰქონდათ. არც დავფიქრებულვარ, დავჯექი მანქანაში და ერთ საათში მივაკითხე სისხლის ბანკს იაშვილის კლინიკაში. ექიმებმა მირჩიეს, ასაკი გაქვთ და იქნებ, უარი თქვათ სისხლის ჩაბარებაზე, შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათო, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით, სისხლი მაინც ჩავაბარე. მერწმუნეთ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ ადამიანი გადაარჩინე, დაეხმარე, მისთვის რაღაც გააკეთე. ზოგადად, ქველმოქმედება მარტო იმ პირებს არ აბედნიერებს, ვისთვისაც ეს აქტივობები კეთდება, ქველმოქმედი ადამიანი თვითონ გაცილებით ბედნიერია ასეთი ვითარებაში“, – აღნიშნა რომან ალთუნაშვილმა.
NS
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა