საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები - Edison Research-ის კვლევა
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მეტი წილი - 63% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა.
მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
- 52% - სიღარიბე;
- 43% - მზარდ ფასები;
- 20% - ნარკომანია;
- 18% - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები;
- 16% - კრიმინალი;
- 15% - კორონავირუსი;
- 12% - განათლება;
- 12% - აზარტული თამაშები;
- 11% - ჯანდაცვა;
- 7% - ემიგრაცია;
- 7% - კორუფცია;
- 6% - კანონის უზენაესობის ნაკლებობა;
- 2% - გარემოს დაცვის პრობლემები;
- 1% - მედიის თავისუფლება;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით, საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი გამოიკითხა. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
