"რუსთავი 2"-მა მასშტაბური წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
სამაუწყებლო კომპანიამ "რუსთავი 2" მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Survation ჩაატარა.
რესპონდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხნენ. მათ ჰკითხეს, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება -55,6%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%
ევროპული საქართველო -5,2%
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%
პატრიოტთა ალიანსი- 3,8%
ლელო -3,1%
ლეიბორისტული პარტია -2,7%
გირჩი -2,1%
ერთიანი საქართველო 1,1%
თავისუფალი დემოკრატები 0,2%
სხვა -1,3%
კვლევაში მონაწილეობა 9 075-მა რესპონდენტმა მიიღო. მკვლევარების თქმით, ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
