იგეგმება თუ არა სრული ჩაკეტვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები.
ამის შესახებ განმარტება მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები, ეპიდვითარების შესაბამისად შესაძლოა, გაფართოვდეს, ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება.
„ჟღერდება რეკომენდაციები საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც კონსესუსის წესით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს. ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, კიდევ გაფართოვდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორ გამყრელიძემ აღნიშნა, სრულ ლოკდაუნს შემოდგომაზე მსოფლიოს არცერთმა ქვეყანამ აღარ მიმართა.
"ჩვენ გვაქვს ახლა ნაწილობრივი ლოკდაუნი, როცა ღამე აიკრძალა ქვეყანაში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება, ეს გახლავთ ნაწილობრივი, ანუ წერტილოვანი ლოკდაუნი. სრული ლოკდაუნი რამდენჯერმე გაჟღერდა. დიდი ალბათობით, არც ერთ ქვეყანას სრული ლოკდაუნი უკვე შემოდგომის ტალღაზე აღარ გამოუყენებია და ძირითადად, არის მაინც პოლიტიკა და სტრატეგია ე.წ. წერტილოვანი შეზღუდული ან გაფართოებული შეზღუდვების და ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციის მიხედვით.
ბელგიამ, ჩეხეთმა, რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არც ბელგია ვართ, არც საფრანგეთი და არც ჰოლანდია. ჩვენ ეკონომიკურად ბევრად ნაკლებად განვითარებული ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები.
გარდა ამისა, ჩვენ ვართ ახლა პოლიტიკურ პროცესში და რეგიონში იყო სერიოზული ომი,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
