"ჯერ კიდევ უკურნებელი დაავადებაა სიცოცხლე" - ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"გათენებისთანავე შევიჭყიტე სარკეში. დილაობით ვეკითხები, აბა დღესაც მითხარი, ფიფქიას მერე ხომ ვარ ყველაზე ლამაზიმეთქი, მიდი, მიდი, საქმეს მიხედეო, მპასუხობს ხოლმე, - ამ ოჯახში ყველა კარგადაა აღზრდილი. სარკეც (სარკე უნდა აღზარდო, სარკემ კი არ უნდა აღგზარდოს). მაგრამ არც მე ვარ გაუზრდელი და თავდაჯერებული რეგვენი და ამიტომაც, სანამ ყავას დავისხამ, დავფიქრდები ხოლმე მაინც, დრო ხომ არ მოსულა, ჯანსაღ კვებაზე გადავიდე, დილა წყლით დავიწყო, ფიზკულტურა გავაძლიერო და პაპიროსი აღარმოვწიომეთქი, მაგრამ მაშინვე თვალწინ მიდგება ის ხალხი, მთელი ცხოვრება სალათის ფურცელს რომ აკნაწუნებენ, არ ეწევიან, დღეში ორ ლიტრ წყალს სვამენ და მაინც ბერდებიან, ხოდა სარკევ, მეუთხარი, როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ უკურნებელი დაავადებაა სიცოცხლე და არაფერი შველის, დროთა განმავლობაში ნაოჭებს და საბოლოოდ აუცილებლად სიკვდილს იწვევსმეთქი. ხოდა დავისხი ყავა და სულ გამიარა ამ ფიქრებმა.
დილა მშვიდობისა ფიფქიებო და უფლისწულებო. რაც მართალია, მართალია, გაურეცხავი ვაშლი არ უნდა მივიღოთ," - წერს ფანჯიკიძე სოციალურ Facebook-ზე.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
