ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე ადამიანური კაპიტალის ინდექსს აქვეყნებს. ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო, მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი დაგრძელდება თითო სადგურით, ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი
“ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრა.
