მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. ეს ჯვარი არის ღვთისა და ადამიანის თავგანწირულისიყვარულის ჯვარი, რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.
საქართველოში ჩემი საკნიდან ევროპას ვემუდარები, რომ რუსეთის ხელში არ მიგვატოვოს, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სტატიას აქვეყნებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, “ეს იყო ტრაგიკული მოვლენები”.
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა.
სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
