საკანონმდებლო მაცნეზე "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრება.
ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.
ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება. ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეს "ტორპედო ქუთაისი" U14 -ის წარმომადგენლები მიიღო. მოზარდებმა მიმდინარე წელს წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა ტურნირში.
19 დეკემბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა და +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.